Skylark English-ის მეთოდიკა

Skylark English-ის მეთოდიკა

Tuesday, Mar 6, 2018 0 კომენტარი

Skylark English-ის მეთოდიკა

ბავშვის ცხოვრების პირველი წლები ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია ნებისმიერი ენის ათვისებისთვის, რასაც ფსიქოლოგები სენსიტიურ პერიოდს უწოდებენ. ზრდასრულ ადამიანებთან შედარებით, პატარები, თავიანთი ცხოვრების პირველ წლებში, ნამდვილი ლინგვისტიკური გენიები არიან, რომელთაც ძალუძთ აითვისონ ნებისმიერი ენის სისტემა. საქმე იმაშია, რომ თავის ტვინის კავშირები, რომლებიც ენის ფუნქციაზე აგებენ პასუხს, ყველაზე მოქნილნი სწორედ 4 წლამდეა, სწორედ ამიტომ, მეორე ენის ათვისებისას, ამ ასაკში ბავშვს ყველაზე დიდი შანსია აქვს შეისწავლოს უცხო ენა სრულყოფილად. 


Skylark English წარმოადგენს ბრიტანული ინგლისურის შესწავლის მეთოდიკას, ის დაფუძნებულია მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების მეცნიერთა და  პროგრამის ავტორების, რომ ფეზლენდისა და ბრიჯიტ კელის კვლევებზე.

შეხვედრიხართ ოდესმე ადამიანებს, რომლებმაც იციან მრავალი ინგლისური სიტყვა და ამასთან ვერ ლაპარაკობენ ინგლისურად? ჩვენი მეთოდიკით მეცადინეობისას მსგავსი დისბალანსი გამორიცხულია. სხვადასხვა სათამაშო სიტუაციებში ბავშვი აქტიურად დაამუშავებს შესწავლილ სიტყვებს. სწავლების პროცესი სპირალური ტიპისაა: გარკვეული რაოდენობის სიტყვების შესწავლის შემდეგ, ბავშვი მათ დაამუშავებს სხვადსხვა თამაშების, სიმღერების მეშვეობით, ეს სიტყვები ხვდება მას წიგნებში, შემდგომ შესწავლილ სიტყვების მოცულობას ახალი სიტყვები ემატება, რომლებიც აგრეთვე მყარდება მომდევნო მეცადინეობებით.

ასეთი გამეორება ხელს უწყობს ინგლისური ენის ელემენტების ათვისებას, ისევე ბუნებრივად, როგორც ბავშვები ეუფლებიან მშობლიურ ენას.    სწორედ საკვანძო სიტყვებისა და ფრაზების მრავალჯერადად გამოყენება სახალისო თამაშებსა და ცოცხალ კონტექსტში, რომლებიც თანმიმდევრულად და ბუნებრივად რთულდება, წარმოადგენს მეთოდიკის მთავარ აზრს, რის შედეგადაც პატარა სწვალობს სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობასა და მათ გამოყენებას რეალურ ურთიერთობებში.

მზგავსი სტატიები: (3)

კომენტარის დატოვება