სამყარო ხელისგულზე

სამყარო ხელისგულზე

Saturday, Apr 21, 2018 0 კომენტარი

ვავითარებთ შემეცნებით ინტერესს

სამყარო ბავშვის გარშემო ისეთი უცხო და საოცარია, მას თითქმის ყოველ დღე ელოდება ახალი აღმოჩენები, ემოციები და შთაბეჭდილებები. ის ეცნობა სახლს, რომელშიც ცხოვრობს, ეცნობა ბუნებრივ მოვლენებს, საჭმელებსა და მანქანებს, მცენარეებს, ცხოველებსა და ა.შ. რათქმაუნდა მშობელსაც უნდა უჩვენოს და უამბოს ბავშვს რაც შეიძლება მეტი.

„სამყარო ხელისგულზე“ სერიის კომპლექტებთან ერთად შეგიძლიათ ბავშვს გაცილებით მეტი მისცეთ: ზაფხულში ის გაიგებს თუ რა არის თოვლი და ქარბუქი, ოთახიდან გაუსვლელად ნახავს უდაბნოსა და აისბერგს, შორეულ ქვეყნებში გაუმგზავრებლად გაეცნობა ჟირაფსა და ვეშაპს. ფერადი ბარათები უჩვენებს ბავშვს ბევრ საოცრებას, ხოლო საინტერესო ფაქტები და სახალისო ექპერიმენტები მეცადინეობებს საოცრად მიმზიდველ გახდის.

ყოველ თემაში 24 ბარათია მკვეთრი და ხარისხიანი გამოსახულებებით, ბარათის მეორე მხარეს კი შემეცნებითი, ხელმისაწვდომი ინფორმაციაა და იდეები საინტერესო მეცადინეობებისთვის: ლექსები, სიმღერები, თამაშები, ექსპერიმენტები. სრულად სერიაში 720 ბარათია თავმოყრილი, საინტერესო ფაქტებით და თამაშებით. ეს საბავშვო ენციკლოპედიაა, რომელიც გააცნობს ბავშვს ირგვლივ სამყაროს, თავისი საიდუმლოებებით.

ბარათებით მეცადინეობა ძალიან მარტივია, აჩვენებთ პატარას ბარათებს და ემოციურად ახმოვანებთ თუ რა წერია მასზე. აუცილებლად მიეცით მას ბარათის დათვალიერების შესაძლებლობა, რათა დაიკმაყოფილოს გულწრფელი ცნობისმოყვარეობა, რაც ასე მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. მეცადინეობები შეგიძლიათ ატაროთ ყოველდღე, წაიღოთ ბარათები გზაში სეირნობისას, სტუმრად წასვლისას.

ბარათებით უამრავი საინტერესო თამაშის მოფიქრება შეგიძლიათ! აიღეთ მოსავალი და აკეთეთ სადილი თემებით „რა იზრდება ბოსტნის კვალში“ და „პური ჩვენი არსობისა“, ითამაშეთ ზოოპარკი ან საფარი თემით „ ჯუნგლების სამყარო“ და „საოცარი ცხობველები“, იმოგზაურეთ სხვადასხვა ქვეყნებში თემებით „განსხვავებული სახლები“ და „მსოფლიოს ღირსშესანიშნავი ადგილები“, დაბრუნდით წარსულში კომპლექტით „დინოზავრების კვალდაკვალ“, იმოგზარურეთ კოსმოსში, ჩაეშვით ოკეანის სიღრმეში. კომპლექტის მეშვეობით პატარას შეგიძლიათ ეთამაშოთ დამალობანა, ოთახშივე მოაგროვოთ სოკოები და კენკრა, ეძებოთ და გაეცნოთ ქუჩაში ნასწავლ მცენარეებს, ფრინველებსა და მწერებს.

მზგავსი სტატიები: (3)

კომენტარის დატოვება