საინტერესო ფაქტები ტვინის განვითარების შესახებ

საინტერესო ფაქტები ტვინის განვითარების შესახებ

Tuesday, Mar 13, 2018 0 კომენტარი

საინტერესო ფაქტები ტვინის განვითარების შესახებ

  • ტვინი იზრდება და ვითარდება მხოლოდ მისი გამოყენების დროს. რაც უფრო ხშირად გამოიყენება დროის მოცემულ მომენტში ტვინის სენსორული და მამოძრავებელი დაბოლოებები, მით უფრო მეტ მოცულობას იკავებს ტვინი თავისი განვითარების პროცესში. ამ ასპექტში იგი კუნთოვანი მასის გაზრდის ანალოგიურია (გ.დომანი „ბავშვის ჰარმონიული განვითარება“)

 

  • არც ერთი ბავშვი არ იბადება გენიად, ან თუნდაც უტვინოდ. ყველაფერი დამოკიდებულია  თავის ტვინის სტიმულაციასა და განვითარების დონეზე, ბავშვის ცხოვრების გადამწყვეტ წლებში. ეს წლებია-დაბადებიდან-3 წლის ასაკამდე. საბავშვო ბაღში აღზრდა უკვე გვიანია (მ.იბუკა „3-ის შემდგომ უკვე გვიანია“)

 

  • ბავშვის ცხოვრების პირველ წლებში მშობლებთან აქტიური ურთიერთქმედების შედეგად მისი ტვინი ვითარდება უკეთესად. კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ არსებობს ტვინის განვითარების ფიზიოლოგიური განსხვავება იმ ბავშვებს შორის, რომლებიც მშობლების ყურადღების დეფიციტს განიცდიდნენ. სამი წლის ბავშვების ტვინის სკანირებამ ჩვეულებრივი ოჯახებიდან და ბავშვთა სახლებიდან, გამოავლინა, რომ რამოდენიმე ფუნდამენტალური სფერო აღმოჩნდა გაცილებით მცირე მოცულობაში. მათ შორის ეს სფეროები პასუხისმგებლები არიან ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე, სოციალურ ურთიერთქმედებაზე, საკუთარი თავის რწმენაზე, სხვისადმი თანაგრძნობასა და ცხოველების სიყვარულზე. ამიტომაც ბავშვებისთვის აუცილებელია მშობლების ყურადღება ცხოვრების პირველ წლებში.

 

  • ბავშვებს, მოზრდილების მსგავსად, ჰყოფნით მხოლოდ ერთი წამი სურათის აღსაქმელად (ხშირად უფრო ნაკლებიც).    ფრანგი ნეირობიოლოგების ჯგუფმა, ექიმ სიდ კოუიდერის თაოსნობით  École Normale Supérieure-დან (პარიზი), დაამტკიცეს , რომ პატარა ბავშვები ძალიან იოლად ცნობენ ადამიანებს ფოტოების წყალობით, (მოზრდილების მსგავსად). 80  ბავშვს 5-15 თვემდე აჩვენეს ფოტოები ადამიანის სახეებით და თანდათანობით უზრდიდნენ ჩვენების დროს. ყველაზე პატარა მაყურებლებს 900 მილიწამიდან 1 წამამდე დასჭირდათ ფოტოს ამოსაცნობად, ხოლო უფრო მოზრდილებს 750 მილიწამი. ტვინის ის სფეროები, რომლებიც დაკავშირებულია ამოცნობასთან,  აქტრიურდებიან მაშინაც კი, როდესაც ფოტოს ძალიან ცოტა ხნით ვაჩვენებთ და ადამიანი არ არის განწყობილი ამოცნობისთვის. ეს მეტყველებს იმაზე, რომ 5 თვის ბავშვებს უკვე გააჩნიათ უფროსების მსგავსი აზროვნების მექანიზმი და მათ ნამდვილად არ უჭირთ ინფრომაციის დამახსოვრება, როდესაც სწრაფად აჩვენებენ ბარათებს.


  • ტვინის განვითარება ადრეულ წლებში განსაზღვრავს მის შემდგომ შესაძლებლობებს სწავლისადმი, ქცევასა და ჯანმრთელობას. ჩვენი ტვინი შედგება მილიარდობით ნეირონული კავშირებისგან, რომლებზეც ზემოქმედებენ გენეტიკური ფაქტორები, გარემოებები და ყოველი ადამიანის ინდივიდუალური გამოცდილებები. გენეტიკური ჯაჭვების წარმოქმნის მექანიზმი არის მემკვიდრეობითი, თუმცა ეს კავშირები მყარდება ყოველი ბავშვის პირადი გამოცდილებებით. ბავშვის განვითარება იწყება ოჯახში და შემდეგ მასზე იწყებენ ზემოქმედებას გარემო-ფაქტორები, რომელთა როლიც დროთა განმავლობაში იზრდება, თუმცა ადრეულ ასაკში ბავშვისთვის, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია მშობლებთან ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა და ტვინის განვითარების მასტიმულირებელი მეცადინეობები.

მზგავსი სტატიები: (4)

კომენტარის დატოვება